Monthly Archives: ივნისი 2012

კრეატივი

კრეატივი.

კრეატივი

ნესტა რობერტ ბობ მარლი

ბობ მარლი კონცერტზე, დაახლოებით 1980 წელი

ნესტა რობერტ ბობ მარლიმერიტის ორდენის მფლობელი (6 თებერვალი 1945 –11 მაისი 1981) — იამაიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას,როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. [1]

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შესატანად. [2] მისი ზოგიერთი ცნობილი სიმღერაა I Shot the SheriffNo Woman, No CryCould You Be LovedStir It UpJammingRedemption SongOne Love და The Wailers-სთან ერთად შექმნილი Three Little Birds[3]გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ – Buffalo Soldier და Iron Lion Zion. კრებული Legend (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ პლატინის (ანუ ალმასის) სტატუსის მფლობელია.[4] მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი.[5][6]

ცხოვრების ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

 

ბობი დაიბადა სოფელში Nine Mile (წმ. ანა პერიში, იამაიკა). [7] იამაიკური წესებით პასპორტში მის სახელსა და მამის სახელს ადგილი შეუცვალეს. [8] მამა, ნორვალ მარლი, იყო ინგლისური წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი, რომლის ოჯახი მომდინარეობდა ესექსიდან (ინგლისი). ნორვანი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების ოფიცერი იყო და, სედელა ბუკერთან, აფრო-იამაიკელთან 18 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, პლანტაციების მმართველადაც მუშაობდა. [9] ბავშვსა და მეუღლეს იგი ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ იშვიათად ხედავდა, ვინაიდან ზღვაში მსახურობდა. 1955 წელს, როდესაც ბობი მხოლოდ 10 წლის იყო, მამა გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.[10]მთელი ცხოვრების მანძილზე ბობს უსვამდნენ კითხვებს მისი რასობრივი წარმოშობის შესახებ. თავად კი პასუხობდა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მიეკუთვნებოდა მხოლოდ ღმერთს, მის შექმნელს.[11]

 

მიუხედავად იმისა, რომ მარლი აღიარებდა თავის წარმოშობაში შერეულ სისხლს, მას თვლიან მუქკანიან აფრიკელად, რომელიც პან აფრიკელი ლიდერების იდეებს ემხრობოდა. მარლი აღიარებდა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ორმა პიროვნებამ –მარკუს გარვიმ და ჰეილი სელესიმ. ცენტრალური თემა მარლის გზავნილებში იყო შავკანიანების დაბრუნება სიონში, რომელსაც, მისი აზრით, წარმოადგენდა ეთიოპია, ან, უფრო მეტი – აფრიკა.[12] სხვადასხვა სიმღერაში, როგორიც არის Black Survivor, Babylon System, და Blackman Redemption, მარლი მღერის დასავლეთთან, იგივე ’ბაბილონთან’ შავკანიანების პრობლემებზე.[13]

 

1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში – ტრენჩტაუნშიგადავიდნენ. აქ მარლი მეგობრობდა ნევილ ლივინგსტონთან (იგივე ბანი უეილერთან), რომელთანაც სიმღერებს უკრავდა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და შეუერთდა ჯო ჰიგზსრასტაფარის მოძრაობის აქტივისტსა და მომღერალს. ჰიგზთან და ლივინგსტონთან ჯემ-სესიის დროს მარლიმ გაიცნო პიტერ მაკ-ინტოში (იგივე პიტერ ტოში), რომელსაც ასევე ჰქონდა მუსიკაში საკუთარი თავის წარმოჩენის ამბიციები. 1962 წელს მარლიმ, პროდიუსერ ლესლი კონგის დახმარებით ჩაწერა ორი სინგლი –Judge Not და One Cup of Coffee. ეს სიმღერები მან გამოსცა ლეიბლზე Beverley’s, ფსევდონიმით ბობი მარტლი.[14] მათ წარმატება არ იქონიეს, თუმცა წლების შემდეგ ორივე შეტანილი იქნა კრებულში Songs of Freedom.

 

Bob Marley & the Wailers

1963-1974

მარლი 1980 წელს, კონცერტიციურიხში (შვეიცარია)

1963 წელს ბობმა, ბანიმ, პიტერმა, ბევერლი კელსომჩერი სმითმა და ჯუნიორ ბრეითვეიტმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი The Teenagers, რომელიც სკასა და როკსტედის უკრავდა. მოგვიანებით მათი სახელები იცვლებოდა და იყო The Wailing Rudeboys, შემდეგ The Wailing Wailers (ამ ეტაპზე მათი მუსიკით პროდიუსერი კოქსსონ დოდი დაინტერესდა) და საბოლოოდ – The Wailers. 1966 წლისათვის ბევერლიმ, ჩერიმ და ჯუნიორმა ჯგუფი დატოვეს.

1966 წელს მარლიმ იქორწინა რიტა ანდერსონთან და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, უილმინგტონში, სადაც მცირე დროის მანძილზე მუშაობდა DuPont-ის ერთ-ერთ ასისტენდად და კომპანიაში Chrysler, სადაც ცნობილი იყო ფსევდონიმით დონალდ მარლი[15]

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუძე კათოლიკურ რწმენაში იყო, მარლის იზიდავდა რასტაფარული რწმენა – ამაში თავისი როლი ითამაშა დედისგან შორს ცხოვრებამ და მის გავლენისგან მოწყვეტამ. [16] იამაიკაზე დაბრუნებისთანავე იგი რასტაფარელი გახდა და დაიწყო ცნობილი დრედ ნაწნავების ტარება. დოდთან კონფლიქტის შემდეგ ჯგუფი შეუერთდა ლი პერისა და მის კოლექტივსThe Upsetters. მიუხედავად მათი ხანმოკლე გაერთიანებისა, ამ პერიოდში ჩაწერილი იქნა მასალა, რომელსაც ბევრი ჯგუფის საუკეთესო ნაშრომებად თვლის. მარლისა და პერის შემოქმედებითი გზები გაიყო მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი საავტორო უფლებებზე, მაგრამ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. 19681972 წლებში ბობი, რიტა, პიტერი და ბანი იამაიკაზე მუშაობდნენ მანამდე ჩაწერილი სიმღერების ახალ ვერსიებზე. ამას დაემატა ლონდონური ხმისჩამწერი სესიებიც. მათი მიზანი იყო The Wailers-ის ჟღერადობისათვის კომერციული ჟღერადობის მინიჭება. თუმცა, სტუდიურ ალბომებზე ისინი არ იქნა შეტანილი, ვინაიდან მასალა მაინც დემო ჩანაწერების სახეს ატარებდა. 1968 წელს ბობმა და რიტამ გაიცნეს ჯიმი ნორმანი,ჯონი ნეშის სიმღერების ავტორი.[17] ნორმანთან და სხვა მუსიკოსებთან სამ დღიანი სესიისას ჩაწერილი იქნა მარლის, ელ პიფრომის (ნორმანის თანაშემწეს) და თავად ნორმანის სიმღერები, რაც 24 წუთიან ფირად იქცა. რეგის ისტორიკოსის, როჯერ სტივენსის თქმით, იგი იშვიათ ჩანაწერს წარმოადგენს და უფრო მეტად ტრადიციული პოპია, ვიდრე რეგი, რაც წარმოადგენდა ბობ მარლის მცდელობას, შეეღწია ამერიკულ ჩარტებში.[17] გაზეთში ნიუ-იორკ ტაიმზი გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მარლი ამ ჩანაწერის მომზადებისას ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ხმოვან ეფექტთან და მუსიკალურ სტილებთან. მაგალითად, სიმღერაში Stay With Me დუ-უაპი გამოიყენებოდა, ხოლო Splish for My Splash-ზე – 60-იანი წლების სასიყვარულო სიმღერის სტილისტიკა.[17] ბობი 1972 წელს დასახლდა კემდენში (ლონდონი), თუმცა მის პოპულარობამდე იამაიკის ფარგლებს გარეთ ჯერ შორი იყო.[18]

1972 წელს The Wailers დაუკავშირდა ლეიბლს CBS Records, მაგრამ მათი თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჯგუფს ჰქონდა ერთობლივი ტური ჯონი ნეშთან. მარლის შემდეგი მცდელობა იყო Island Records-თან გასაუბრება. მისი თხოვნით, ლეიბლმა გამოუყო თანხები, რათა ჩაეწერათ ახალი სინგლი. მარლიმ ამ შეთანხმებას საკმაოდ ადვილად მიაღწია იმ მიზეზით, რომ ლეიბლი დატოვა რეგის მაშინდელმა ვარსკვლავმა, ჯიმი კლიფმა და Island Records ახალ სახეებს ეძებდა. მისი დამაარსებლის, კრის ბლექუელის თქმით, ლეიბლი ძირითადად ორიენტირებული იყო როკ-მუსიკაზე, რომელიც ამბოხების სიმბოლო იყო. ამიტომ, მათთვის ადვილი იყო ნებისმიერი მუსიკოსის, როგორც მეამბოხის წარმოჩენა. პრობლემა მხოლოდ ასეთის არარსებობაში იყო და როდესაც ბობმა მასთან შემოაბიჯა, კრისმა იგრძნო, რომ ეს სწორედ ის იყო, ვინც სჭირდებოდა.[19]ბლექუელმა მარლის სთხოვა სრული სტუდიური ალბომის ჩაწერა. როდესაც ბობმა ამისათვის 3.000-დან 4.000 ფუნტამდე სთხოვა, კრისი უფრო დიდ თანხას დაჰპირდა. ამრიგად, The Wailers-მა ჩაწერა Catch A Fire, სადებიუტო დისკი.

ალბომი წარმოადგენდა ჯგუფის პირველ მნიშვნელოვან ექსპერიმენტს, ამასთან – სტუდიაში, რომელიც უმაღლესი კლასის იყო. ბლექუელს სურდა მათგან უფრო ჰიპნოზის მსგავსი ეფექტის მატარებელი მუსიკის, ვიდრე რეგის მიღება. ალბომი გამოიცა 1973წლის აპრილში და გაიყიდა 14.000 ასლის ოდენობით. ამას მარლისთვის ვარსკვლავის სტატუსი არ მოუტანია, მაგრამ კრიტიკოსებმა ჩანაწერს დადებითი შეფასება მიანიჭეს. დისკს იმავე წელს მიჰყვა Burnin’, სიმღერებით Get Up, Stand Up და I Shot the Sheriff. უკანასკნელმა მიიქცია ერიკ კლეპტონის ყურადღებაც და გიტარისტმა 1974 წელს მისი საკუთარი ვერსიაც ჩაწერა. ამან მას ამერიკაში ჰიტის სტატუსი, ხოლო მარლის სახელს – საერთაშორისო მოწონება მოუტანა. [20] საგულისხმოა, რომ იამაიკელთა დიდი ნაწილისათვის Catch A Fire-ის რეგის ახალი ჟღერადობა არც თუ მისაღები იყო, მაგრამ Burnin’-მა საკუთარი მსმენელი როგორც რეგის, ასევე როკის მსმენელთა შორის იპოვა.[19]

ამ პერიოდში ბლექუელმა თავისი ბინა კინგსტონში და კომპანიის შტაბ-ბინა (ცნობილი Island House-ის სახელით) მარლის გადასცა. იგი გადაიქცა სტუდიად Tuff Gong და გახდა არა მხოლოდ მარლის ოფისი, არამედ მისი სახლიც.[19]

The Wailers-ს დაგეგმილი ჰქონდა 17 კონცერტი აშშ-ში, ჯგუფთან Sly and the Family Stone ერთად. მაგრამ ოთხი კონცერტის შემდეგ მათ შეწყვიტეს მინი-ტური, ვინაიდან Sly and the Family Stone-თან შედარებით უცნობები იყვნენ.[21] The Wailers დაიშალა 1974 წელს და მისმა ყოველმა წევრმა სოლო-კარიერა დაიწყო. დაშლის მიზეზის შესახებ დღემდე საუბრობენ – ამბობენ, რომ ბანის, პიტერსა და ბობს შორის უთანხმოებები იყო, მაგრამ სხვა ვერსიით, ბანიმ და პიტერმა უბრალოდ სოლო-კარიერა აირჩიეს.

1974-1981

ბობი და The Wailers ტურის Uprising Tour ერთ-ერთ კონცერტზე.

მიუხედავად დაშლისა, ბობი კვლავ განაგრძობდა ჩაწერას სახელით Bob Marley & The Wailers. მის ახალ ბენდში შედიოდნენ ძმები კარლტონ დაესტონ ბარეტები (დასარტყამები და ბას გიტარა), ჯუნიორ მარვინი და ელ ანდერსონი (გიტარები), ტაირონ დაუნი და ერლ ლინდო (კლავიშიანი ინსტრუმენტები) და მარლის მეუღლე, რიტა (დამატებითი ვოკალი). იამაიკის ფარგლებს გარეთ 1975 წელს მარლიმ დიდი წარმატებამ მოიპოვა სიმღერით No Woman, No Cry, რომელმაც, თავის მხრივ, შტატებში მის ალბომს Natty Dread უდიდესი პოპულარობა შესძინა. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ ალბომზე, Rastaman Vibration (1976), რომელიც ბილბორდის 100-ეულში ოთხი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. [22] 1976 წლის დეკემბერში დაგეგმილი იყო კონცერტი Smile Jamaica, ორგანიზებული იამაიკის პრემიერ-მინისტრისმაიკლ მენლის მიერ. ეს იყო ორი პოლიტიკური ბანაკის შერიგების მცდელობა. მარლის, მის მეუღლეს და დონ ტეილორს უცნობები საკუთარ სახლში დაესხნენ თავს და ესროლეს. ტეილორმა და რიტამ მძიმე ჭრილობები მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ. ბობი მძიმედ იქნა დაჭრილი გულ-მკერდსა და ხელში. თვლიდნენ, რომ ეს თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით მოხდა. ბევრი ასევე თვლიდა, რომ კონცერტი მენლის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, კონცერტი შედგა და მარლი, მიუხედავად ჭრილობებისა, მაინც გამოვიდა. მას ჰკითხეს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ბობმა უპასუხა: ვინც ამ მსოფლიოს განადგურებას ცდილობს, ერთ დღესაც არ ისვენებს. მაშ მე რატომ უნდა ვიჯდე უქმად? ჯგუფის Zap Pow წევრები (რომლებიც არც რადიკალური რელიგიური, არც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ), უკრავდნენ მარლის მხარდაჭერი ბენდის სახით. ფესტივალს 80.000 მსმენელი დაესწრო, თუმცა The Wailers-ის წევრები მათ შორის არ ჩანდნენ. [23][24]

1976 წლის ბოლო მარლიმ დატოვა იამაიკა. ერთი თვე მან ბაჰამებზე ცხოვრებისას დაუთმო გამოჯანმრთელებასა და სიმღერების შექმნას. შემდეგ იგი დაბრუნდა ინგლისში და ყველასგან გარიყული ცხოვრობდა. მოგვიანებით ბობმა ჩაწერა ალბომები Exodusდა KayaExodus ბრიტანულ ჩარტში 56 კვირის მანძილზე იმყოფებოდა, რასაც ხელი შეუწყო სინგლებმა Exodus, Waiting in Vain, Jamming და One Love. ამავე პერიოდში, ლონდონში ცხოვრებისას იგი დაპატიმრებული იქნა მარიხუანის შენახვისა და მოხმარების გამო (მას ნარკოტიკის მცირე რაოდენობა აღმოაჩნდა).[25] 1978 წელს მუსიკოსი დაბრუნდა იამაიკაზე და გამოჩნდა პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელ კიდევ ერთ კონცერტზე, One Love Peace Concert. მიზანს კვლავ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკის შერიგება წარმოადგენდა და ბობის თხოვნით, კონცერტის დასასრულს სცენაზე გამოვიდნენ მაიკლ მენლი (რომელიც ამ დროს მმართველი, ეროვნული პარტიის ლიდერი იყო) და მისი პოლიტიკური მეტოქე, ედვარდ სიეგა (იამაიკის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი). მათ ერთმანეთს სცენაზევე ხელი ჩამოართვეს.[26]

სახელით Bob Marley and the Wailers გამოიცა 11 ალბომი, აქედან – ოთხი ცოცხალი და შვიდი სტუდიური დისკი. მათ შორის იყო ორმაგი ცოცხალი ალბომი Babylon by Bus, გამოსული 1978 წელს და მოწონებული კრიტიკოსების მიერ. მასში შეტანილი ჩანაწერები, განსაკუთრებით ფინალური, Jamming, კარგად ასახავდნენ ბობის საკონცერტო ატმოსფეროს. [27]

Survival, პოლიტიკური გზავნილების მატარებელი დისკი, 1979 წელს გამოვიდა. მასში შეტანილი სიმღერების ნაწილი, როგორიც არის Zimbabwe, Africa Unite, Wake Up and Live და Survival აფრიკელთა მხარდაჭერის მკვეთრ ტონს ატარებენ. მუსიკოსმაბოსტონში 1979 წლის ივლისში, ამანდლას ფესტივალზე გამოსვლებით პროტესტი გამოხატა აფრიკაში აპართეიდის წინააღმდეგ. ეს განწყობა 1976 წელს უკვე აისახა მის სიმღერაში War1980 წლის დასაწყისში მარლი გამოვიდა ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე. Uprising (1980) მისი უკანასკნელი სტუდიური დისკი იყო, რელიგიური თემატიკით სავსე, რაც კარგად ჩანდა ისეთ სიმღერებში, როგორიც იყო Redemption Song და Forever Loving Jah[28] 1983 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა კიდევ ერთი ალბომი, Confrontation, მანამდე გამოუცემელი მასალით, როგორიც იყო Buffalo Soldier და მანამდე მხოლოდ იამაიკაზე გამოსული სინგლების ახალი მიქსებით.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

ევროპული ტურის დაწყებამდე მარლიმ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა ფეხის თითი. 1977 წელს მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნისმელანომის ერთ-ერთი ფორმა. [29] მიუხედავად ავადმყოფობისა, მან განაგრძო ტური და უარი თქვა თითის ამპუტაციაზე, ვინაიდან რასტაფარის რწმენის მიხედვით, აკრძალული იყო ყველანაირი სახის ქირურგიული მოკვეთა. აღსანიშნავია, რომ1980 წლის 4 მაისს მარლი ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლა (ნათლობის სახელი – ბერხანე სელასიეამჰარულად – წმიდა სამების ნათელი). მოგვიანებით მას მიენიჭა იამაიკის ღირსების ორდენი.

დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფი Inner Circle ასევე გამოჩნდებოდა ბობის შოუებზე, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ტრაგიკულმა მოვლენამ – მისი ლიდერი, ჯეიკობ მილერი, გარდაიცვალა იამაიკაზე, 1980 წლის მარტში. [30] ალბომი Uprisingგამოვიდა 1980 წლის მაისში (ბლექუელის პროდიუსერობით). ერთ-ერთი სიმღერა ამ ალბომიდან, Redemption Song განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მარლის მიერ საკუთარი სიკვდილის მოლოდინზე. [31] ძირითადი კონცერტები ევროპაში მაინც შედგა, მათ შორის – მილანში, სადაც შოუს 100.000-მდე ადამიანი დაესწრო. ამ ტურის შემდეგ მარლი დაბრუნდა ამერიკაში, დაუკრა მედისონ სკვერზე, ტურის Uprising Tour ფარგლებში. კონცერტის შემდეგ, ნიუ-იორკისცენტრალურ პარკში სირბილისას მან გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და მწვავე კიბო მთელ სხეულს მოედო. ტურის დარჩენილი კონცერტები გააუქმეს. რვა თვის მანძილზე მარლი ისელსის კლინიკაში (ბავარია) გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს, მაგრამ უშედეგოდ. იგი იამაიკისაკენ გაფრინდა.[32]

გზად გერმანიიდან იამაიკისაკენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მაიამიში (ფლორიდათვითმფრინავის სასწრაფო დაშვებისთანავე იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ბობი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა – ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.

ბობ მარლის დაკრძალვის ცერემონია შედგა იამაიკაზე, 1981 წლის 21 მაისს. ცერემონიისას დაცული იყო როგორც ეთიოპიური მართლმადიდებლური, ასევე რასტაფარული ტრადიციები.[33] მარლი დასაფლავებული იქნა სამლოცველოში, მის დაბადების ადგილთან ახლოს, წითელი ფერის გიტარით Gibson Les Paul (სხვა ვერსიებით, ეს იყო Fender Stratocaster).[34] საფლავში ასევე თან გააყოლეს მარიხუანის გრაგნილი, ბიბლია და ბეჭედი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებდა (ეთიოპიის პრინცის, ჰაილ სელასიე I-ს უფროსი ვაჟის საჩუქარი).

1981 წლის 21 მაისს იამაიკის პრემიერ მინისტრმა ედვარდ სიგამ მარლის ხსოვნას პატივი მიაგო გამოსამშვიდობებელი სიტყვებით:

 
„ჩვენს ელექტრონულ სამყაროში მისი ხმა ყველგან ჟღერდა. მისი მკაფიო თვისებები, დიადი მზერა და მნიშვნელოვანი სტილი ჩვენს გონებაში კაშკაშად აისახა. მას არავინ ხედავდა. ეს იყო მოვლენა, რომელიც მისი ყოველი დანახვისას წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლა შეუძლებელია. იგი ჩვენი ერის საერთო ცნობიერების ნაწილია.

რელიგია

ბობ მარლი იყო რასტაფარის მოძრაობის აქტიური წევრი. ამ კულტურამ რეგის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მარლი გახდა რასტაფარის ერთგვარი მქადაგებელი და დამცველი. მას ხშირად ეკითხებოდნენ ამ კულტურის შესახებ. ტიპიური პასუხი ასეთი იყო

  • ჟურნალისტი: შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რას ნიშნავს ’რასტაფარელი’?
  • ბობ: მე ასე ვიტყოდი: მშვიდად იცხოვრეთ და იცოდეთ, რომ მისი იმპერიული უდიდებულესობა, ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე ყოვლისშემძლეა. ბიბლიაში ასე წერია, ბაბილონის გაზეთები ასე წერენ და მეც და ბავშვებიც ასე ვამბობთ. გასაგებია? ასე რომ ვერ ვხვდები, ამაზე მეტი რა უნდა უჩვენო ხალხს. რისი ხილვა სურთ? თუ თეთრი ღმერთის, მაშინ ღმერთი შავი იყო. ნამდვილად ასეა

რასტაფარის კულტურა ითვალისწინებს კვების სპეციფიურ რაციონს. მარლი ვეგეტარიანელი იყო. ბიოგრაფების თანახმად, ბობი დაკავშირებული იყო ’თორმეტი მოდგმის სახლთან’ და ეკუთვნოდა ’იოსების მოდგმას’, რადგან დაბადებული იყო თებერვალში. მარლიმ ამას საკუთარ შემოქმედებაშიც გაუსვა ხაზი, ახსენა რა ნაწყვეტი ბიბლიის წიგნიდან ’დაბადება’, სადაც ნახსენებია იაკობი, რომელმაც დალოცა თავისი შვილი იოსები.

წლების შემდეგ, 1980 წლის 4 ნოემბერს მარლი მონათლული იქნა ეთიოპიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში

ოჯახი

ბობ მარლის რამდენიმე შვილი დარჩა: სამი – მეუღლე რიტასგან, ორი – რიტას წინა ქორწინებისგან და რამდენიმე – სხვა ქალებისგან. არასანდო წყაროების მიხედვით, ეს რაოდენობა 22 დან 46 მდე მერყეობს. მუსიკოსის ოფიციალურ საიტზე ნახსენებია 11 შვილი:

  1. შერონი, დ. 23 ნოემბერი 1964, დედა – რიტა (წინა ქორწინებისგან)
  2. სიდელა დ. 23 აგვისტო 1967, დედა – რიტა
  3. დევიდ ’ზიგი’, დ. 17 ოქტომბერი 1968, დედა – რიტა
  4. სტივენი, დ. 20 აპრილი 1972, დედა – რიტა
  5. რობერტ ’რობი’, დ. 16 მაისი 1972, დედა – პეტ უილიამსი
  6. როუენი, დ. 19 მაისი 1972, დედა – ჯენეტ ჰანტი
  7. კერენი, დ. 1973, დედა – ჯენეტ ბოუენი
  8. სტეფანი, დ. 17 აგვისტო 1974; სიდელა ბრუკერის თანახმად, იგი იყო რიტასა და ვინმე იტალის შვილი, თუმცა სტეფანი ითვლება ბობის შვილად
  9. ჯულიანი, დ. 4 ივნისი 1975, დედა – ლუსი პაუნდერი
  10. კაი-მანი, დ. 26 თებერვალი 1976, დედა – ანიტა ბელნევისი
  11. დემიენ, დ. 21 ივლისი 1978, დედა – სინდი ბრეიკსპირი

1981 წლის 30 ივნისს, უკვე მარლის გარდაცვალების შემდეგ, ივეტ კრიჩტონს ეყოლა შვილი მაკედა. მერედით დიქსონის წიგნში ნათქვამია, რომ იგი ბობის შვილია, მაგრამ მუსიკოსის ოფიციალურ გვერდზე ის ნახსენები არ არის.

სხვადასხვა გვერდებზე  ნახსენებია იმანი კეროლი (დ. 22 მაისი 1963), შერილ მიურეის შვილი, მაგრამ მარლის ოფიციალურ გვერდზე არც ის არის მითითებული.

დისკოგრაფია

თეთრი სახლის ჯოჯოხეთური მკვიდრები :)


მოჩვენებების სიმრავლით თეთრი სახლი არ ჩამორჩება ინგლისის ძველ ციხესიმაგრეებს.
“ერის სახლის” მშენებლობა დაიწყო 1792 წელს.მას აშენებდნენ მონები პლანტაციებიდან და ემიგრანტები.პირველი პრეზიდენტი, რომელმაც აქ ღამე გაატარა იყო ჯონ ადამსი. ეს ისე, ცოტაოდენი ინფორმაცია 🙂






ლინკოლნის მოჩვენება

თეთრი სახლის ყველაზე მთავარ მოჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს აბრაამ ლინკოლნის ფანტომი, აშშ-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტის. ის ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს ნანახი, მათ შორის ნიდერლანდების დედოფალ ვილგელმინას.
პირველად მოჩვენება დაინახა გრეის კულიჯმა, ლინკოლნის შემდგომი პრეზიდენტის ცოლმა.მან აღმოაჩინა ის ოვალურ კაბინეტში,სადაც ის ფანჯარასთან იდგა და ჩაფიქრებული იყურებოდა.ლინკოლნს სიცოცხლეში უყვარდა ასე დგომა.
ყველაზე ხშირად ლინკოლნის მოჩვენება ჩნდებოდა ფრანკლინ რუზველტის დროს. რუზველტის ერთ-ერთმა მდივანმა დაინახა, თუ როგორ იჯდა ის საწოლზე და იკრავდა თასმებს. შემდგომ კი იმავე ოთახში ბუხრის ანთებას ცდილობდა.
მაგრამ ყველაზე შეშინებული ნიდერლანდების დედოფალი ვილგელმინა დარჩა.1914 წელს ის ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუზველტს.იგი დაასახლეს ლინკოლნის საძინებელში.როდესაც დედოფალმა ოთახი შემოაღო, დაინახა რომ სიბნელიდან მას ცილინდრდახურული ლინკოლნი უყურებდა.ეტყობა ყოფილმა პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ ასეთი სტუმარი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა.მაგრამ დედოფალმა ეს ჯენტლმენური ჟესტი ვერ გაიგო და გული წაუვიდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა უარი თქვა თეთრ სახლში გაეტარებინა ღამე, მას შემდეგ რაც ლინკოლნის მოჩვენება დაინახა.უინსტონი ახლად გამოსულიყო აბაზანიდან, ჯერ კიდევ შიშველი,სიგარით , როცა დაინახა როგორ აჩაღებდა ცეცხლს ბუხარში ლინკოლნი .
არა მარტო ლინკოლნი არის “ჩაწერილი” თეთრ სახლში. ასევე მისი შვილი, რომელიც 12 წლის ასაკში გარდაიცვალა,იულიამ ლინკოლნი ხშირად დაძრწის სახლის კედლებში.მისი დედა ყვებოდა “ის ყოველ ღამე მსტუმრობს და ჩემს საწოლთან დგას ”

მოუსვენარი დონ ჟუანი

ბევრი ხათაბალა ასევე დაკავშირებულია სხვა მოჩვენებასთან- პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონთან.სიცოცხლის დროს ის არ იყო გულგრილი მდედრობითი სქესის მიმართ და სიკვდილის შემდეგაც დარჩა ასეთად.მისი მოჩვენება ხშირად ეფლირტავება ახალგაზრდა მდივნებს და მოახლეებს.მისი საძინებელი იყო ე.წ. ვარდისფერ ოთახში და როდესაც თეთრი სახლის მაცხოვრებელი ქალბატონები ჩაუვლიან ამ ოთახს, ხშირად ესმით მისი კისკისი.






ქალის კვალი

თეთრ სახლში ბევრი ქალი მოჩვენებაა.ყველა მათგანი ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ შენობასთან. ვარდების ბაღში დასახლდა დოლი პეინის- ჯეიმს მედისონის ცოლის  სული.ეს ბაღი მან თვითონ გააშენა და როდესაც 100 წლის შემდეგ, ვუდრო ვილსონის ცოლმა გადაწყვიტა გაენადგურებინა ეს ბაღი, დოლის სულმა საკუთარი კატეგორიული “არა” გამოხატა.მუშები ყვირილით მივარდნენ ელენ-ლუიზა ვილსონთან და უთხრეს, რომ ბაღში დოლის სულია და ეჭინააღმდეგება ბაღის განადგურებას.ეს ბაღი დღემდე არსებობს.
გამჭვირვალე აბიგაილ ადამსს,პრეზიდენტ ჯონ ადამსის ცოლს,ხშირად ხედავნ თუ როგორ მიდის გამოწვდილი ხელებით, თითქოს თეთრეული უჭირავსო, საძინებლისკენ.

ჯოჯოხეთური კატა

ალბათ თეთრი სახლის ყველაზე საშინელი მოჩვენება, გაგიკვირდებათ და კატაა.არის ვერსია, რომ ის ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა იმ კატების არმიასთან ერთად, რომელიც 1800 წელს შეუშვეს თეთრ სახლში, თაგვების გასანადგურებლად.ეს მოჩვენება სახლოს თეთრი სახლის სარდაფში.
ყველა, ვისაც ის უნახავს, ამბობს რომ შავი ფერისაა ცეცხლოვანი თვალებით.საკუთარი მსხვერპლის წინ ჩნდება ჯერ როგორც საყვარელი პატარა კნუტი,შემდეგ კი დიდი ზომის და აგრესიული ხდება.ეს კატა თავს ესხმის ადამიანებს და ისეთ ჭრილობებს უტოვებს, რომლებიც ძნელად ხორცდება.
საინტერესოა, რომ კატა ნაციონალური პრობლემების პერიოდში ჩნდება. ის ნახეს 1929 წელს საფონდო ბირჟის კრახის დროს,ჯონ კენედის სიკვდილის წინ და სხვა სერიოზული დრამატული ამბების დროს.

 

სახლები სადაც სულები ბინადრობენ

ჩილინგემების სასახლე

დედამიწაზე უამრავი სახლი თუ სასახლეა სადაც ე.წ. მოჩვენებები ბინადრობენ.მრავალი თვითმხილველია იმ ფაქტების რომ ეს შენობები ავ სულებს აქვთ დაპყრობილი.
მაგალითისთვის ავიღოთ “ჩილინგემების სასახლე”.ეს ადრე სამონასტრო კომპლექს წარმოადგენდა,მერე ჯარის გარნიზონის სიმაგრედ გადაიქცა ბოლოს კი კერძო საკუთრებაში გადავიდა.შოტლანდიის განთავისუფლებისთვის ბრძოლის დროს ამ სასახლეში ინგლისელების გარნიზონი იდგა და სასტიკად აწამებდნენ ინგლისის მტრებს.თვითმხილველების მონათხრობიდან დღემდე ისმის დატუსაღებულების კვნესა და არაადამიანური კივილი.

მეორე ასეთი სახლი “ვილა ვალეი ჰაუსია”.ის კალიფორნიაში (სანდეიგოში) მდებარეობს.ეს სახლი ამერიკაში სულებით დასახლებულ ყველაზე მასშტაბურ ადგილს წარმოადგენს.წინა საუკუნეში ამ ადგილას სასამართლო უწყება იყო რომლის ეზოშივე სრულდებოდა სიკვდილით დასჯის განაჩენი.1960 წელს ამ შენობაში მუზეომი გაიხსნა რის შემდეგადაც ხშირად ჩანან დერეფნებში მოსიარულე სულები.უფრო ხშირად კი ქალი და კაცი რომელიც მრისხანედ იყურებიან და ისე დაეხეტებიან მთელ სახლში.მათ სანახავად უამრავი ადამიანი მიდის და ნანახის შესახებ ერთი და იგივეს ამბობენ.

სთენლი ჰოტელი

კიდევ ერთი სულებით დასახლებული ადგილი “სთენლი ჰოტელი “.მდებარეობს კოლორადოს შტატში.ეს სასტუმრო ცნობილი ცნობილი მწერლის სტივენ კინგის ნამუშევრის “ციალის” შემდეგ გახდა.სწორედ აქ მოუვიდა მას ამ რომანის დაწერის იდეა.ამის მიუხედავად სასტუმრო მოჩვენებებით არის ცნობილი.ხშირად ჩანან სასტუმროს პირველი მფლობელის და მისი მეუღლის სულები.ცარიელი ოთახებიდან ხშირად ისმის ხმაური,ჰოლში მდგარი პიანინო მოულოდნელად იწყებს დაკვრას და ა.შ. თუმცა მომსახურე პერსონალს უკვე აღარ ეშინია ამ ყველაფრის და მიეჩვივნენ კიდეც,მაგრამ ახლად მოსულ თანამშრომლებს უჭირთ სულებთან ურთიერთობა და ხშირად სამსახურსაც კი ტოვებენ.

(ქიმერა)


წყარო………..

შეხვედრა ეშმაკთან

 

 

🙂 გამარჯობაა 🙂 თუ შენ გინდა ამ პოსტის წაკითხვა და გაქვს სუსტი გული- არ შემოხვიდე 🙂 შეპირებისამებრ ოდნავ საშიში პოსტი,ვიდრე წინა იყო
მაშ ასე,
საინტერესო მატერიალები ეშმკათან შეხვედრისა შეგროვებულია საქმეში ” პეტრე კორიევის მიერ დაჭერილი უწმინდური არსების საქმე”, 1803 წელი.
მოხდა ეს ყველაფერი ერთ-ერთ სოფელში.ერთხელ ადგილობრივმა მეწისქვილემ, პეტრე კორიევმა წისქვილის მეორე სართულზე ხმაური გაიგონა.ეს იყო რაღაც ფუსფუსი,ფეხის და რაღაც არამიწიერი ხმა.კაცმა,ბევრი არ იფიქრა,ჯოხს მოჰკიდა ხელი და წავიდა საკუთარი წისქვილის დასაცავად.როდესაც ზევით ავიდა კუთხეში დაინახა “ან შავი ღორი,ან ძაღლი”.მეწისქვლის დანახვისას,მას უნდოდა გაქცეოდა და კიბეებისკენ გაეშურა,მაგრამ პეტრემ ჯოხი ჩაარტყა “სტუმარს” და ზევიდან დაახტა.მაგრამ.. მან კაცს ხელზე უკბინა და დრო იხელთა გასაქცევად.მეწისქვილე ყვირილით გაეკიდა,კიბეებზე კვლავ დაიჭირა და იმისდა მიუხედავად,რომ არსება მას კბენდა,აღარ გაუშვია.
ხმაურზე მოვიდნენ მეზობლები,რომლებსაც დახვდათ სცენა: პეტრე ძლიერ იყო დაკბენილი და სულს ღაფავდა,კუთხეში კი.. არ დაიჯერებთ! ნამდვილი ეშმაკისეული არსება წკმუტუნებდა.მეზობლები შეშინდნენ და გაიქცნენ.კაცები გაიქცნენ მამაოს მოსაყვანად.პირველი სოფლის მამამთავარი მოვიდა, ეშმაკის დანახვისას გადააფურთხა და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.მამაოს მოსვლამდე კაცებს უბრძანა ჩაექოლათ იგი.ისინი ვერ ბედავდნენ და შორიდან ქვებს ესროდნენ.როდესაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა, დასისხლიანებული სხეული წაიღეს და კოცონში ჩააგდეს.მნახველები მას აღწერენ: “ტანი მომცრო ჰქონდა,შავი ფერის, ასევე იშვიათი შავი თმით დაფარული.საზიზღრად ყარდა! იყო შავი თავით,მხეცს წააგავდა.ჰქონდა ასევე პატარა რქებიც”
 პოლიციელების ოქმებით თუ ვიმსჯელებთ,ეშმაკთან შეხვედრები არც ისეთი იშვიათი მოვლენა იყო და აქა-იქ ხდებოდა.თან არა მარტო გადაკარგულ ადგილებში.
ეს შემთხვევა სანქტ-პეტერბურგის მახლობლად XIX საუკუნეში მოხდა.როდესაც ერთ-ერთი საწარმოს მუშები დილას სამუშაოზე მოვიდნენ,დარაჯი ადგილზე არ დახვდათ.ის იპოვეს  ქარხნის ყველაზე შორეულ წერტილში,ფრიად შეშინებული.როდესაც გიორგი გონს მოეგო,აღიარა რომ ღამე სროლა მოუწია..იგი თვით ეშმაკს ესროდა!საქმე ასე იყო: როდესაც ტერიტორიას ზვერავდა,ჩრდილში ამოუცნობი დაინახა.იარაღი მოიმარჯვა და უცნობს უთხრა: “შეჩერდი,თორემ გესვრი”.მაგრამ,არანაირი რეაქცია…მაშინ დარაჯმა უცნობი არსების თავის ოდნავ მაღლა ისროლა.ისიც გამოვარდა და მამაკაცმა შესძლო მისი კარგად დანახვა! ეს იყო დაახლოებით ” შავი არსება,შიშველი,და სახის მაგივრად- რაღაც ცხოველის სახე”.სემიონოვის თქმით,შეეშინდა მაგრამ კიდევ ერთხელ ესროლა.ამჯერად დაუმიზნა და მოახვედრა კიდეც.პოლიციელებმა ვერაფერი იპოვეს,მაგრამ “ბრძოლის” ადგილას სისხლის ნაკვალევი აღმოაჩინეს.გიორგი სემიონოვი ფხიზელი იყო და ამიტომაც შეუძლებელი იყო არ დაეჯერებინათ მისთვის.

არაადამიანური სახე

ეს კი, ერთ-ერთი გლეხი ადამიანის მონაყოლი.ამ ამბავს 100მდე თვითმხილველი ჰყავს! 1909 წლის ზაფხულში,როდესაც ჟარკოვი სარდაფში შევიდა,ვიღაც უცნობი ფეხებში ეცა.ნახევრად ბნელოდა,ამიტომ გლეხმა ვერ გაარჩია ვინ იყო,თუმცა ის გაიგო ღორივით როგორ ღრუტუნებდა.მან აიღო ნიჩაბი და უცნობს გამოედევნა,აქ კი დაინახა!ეს იყო ხშირი თმით შემოსილი არსება,მეტრნახევარი სიმაღლის,შავი ფერის,საკმაოდ გამხდარი.რადგანაც არსება მირბოდა,ივანმა ვერ შესძლო სახის კარგად დანახვა, მხოლოდ ის აღნიშნა რომ არაადამიანური სახე ჰქონდა.ეს არსება ხან ორზე,ხან ოთხზე მირბოდა.

არანაირი სენსაცია

რომელ უცნაურ არსებაზე მიდის საუბარი ზემოთხსენებულ ისტორიებში,არავინ არ ვიცით.მეორეს მხრივ,არც ეშმაკი და არც მისი “ნარჩენები” ადამიანის ხელში არ ჩავარდნილა.თუმცა ყველა ამბობს,რომ ეს სიმართლეა.წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ადგილებში მყოფი ადამიანების ეს ისტორიები არ დაემთხვეოდა ერთმანეთს.პირველ რიგში,ალბათ ის უნდა აღინიშნოს,რომ ყველა ისტორიაში ეშმაკს ერთნაირი გარეგნობა აქვს…ეს საკმაოდ საინტერესოა. თუმცა არც ერთი პოლიციელი ოქმში არ აღნიშნავს ამ მოვლენას როგორც სენსაციას.უბრალო მოვლენად მიიჩნევენ…
(ქიმერა)

 

საშინელი დედამთილის 10 წესი

წესი№

საშინელი დედამთილის 10 წესი

1
კარგი რძლები არ არსებობენ.

წესი№ 2
თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამგებიანი რძალი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგად თამაშობს. რატომ? იხ. წესი№ 1.

წესი№ 3
არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება. და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.

წესი№ 4
თუ დაქორწინების შემდეგ თქვენმა ვაჟმა წონაში დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლი მას შიმშილით კლავს, არ იცის საჭმლის მომზადება და საერთოდაც საშინელი დიასახლისია. და თუ პირიქით – თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანის შემდეგ გასუქდა – ე.ი. რძალი მას მავნებელი, ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით კვებავს და საწყალი ბიჭის ჯანმრთელობას სულაც არ უფრთხილდება. და თუ შვილმა წონა შეინარჩუნა, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.

წესი№ 5
რძლებს ცუდი მეხსიერება აქვთ, ამიტომაც ყოველდღიურად გიწევთ იმის შეხსენება, რომ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, მას რომ ასეთი კარგი ქმარი ჰყავს; როგორ უნდა გააუთოოს პერანგი სწორად; და რომ “ჩვენს დროში სალათს მეტ ძმარს უკეთებდნენ”.

წესი№ 6
რძლებმა არ იციან საჩუქრის სწორად შერჩევა. თუ დაბადების დღეზე მორთმეული “პრეზენთი” მოგეწონათ, არაფრით აღიარებთ ამას. სხვანაირად წესი№ 6 თავის ძალას დაკარგავს.

წესი№ 7 ყველა რძალი ტოტალურად უგემოვნოა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეარჩიონ შპალერის ფერი, საკმარისი სიგრძის ფარდა და მოხერხებული ავეჯი. საქმე ხომ არა უბრალოდ სახლის მოწყობას, არამედ იმ სახლის მოწყობას ეხება, რომელშიც თქვენმა ვაჟმა უნდა იცხოვროს!

წესი№ 8
თუ რძალი დაჟინებით გთხოვთ ესტუმროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფასო მუშახელი სჭირდება. და თუ პირიქით – დიდი ხანია არ დაუპატიჟებიხართ, ე.ი. უგულო ეგოისტია.

წესი№ 9
სახლში ქოლგა დაგრჩათ და თავსხმაში მოყევით? გამყიდველი გეუხეშათ? ქვედა მეზობელი ჩარეცხეთ? სამხრეთ ამერიკას ქარიშხალი დაატყდა თავს? დიახ, დიახ, დიახ. ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი უვარგისი რძალია დამნაშავე.

წესი№ 10
მთავარია! არ დაგავიწყდეთ: ვერც ერთი რძალი ვერ იარსებებს თქვენი რჩევების გარეშე! ამიტომაც, რაც უნდა გეძნელებოდეთ ამის კეთება, ასწავლეთ ყველგან და ყველაფერი! გახსოვდეთ – ეს არის თქვენი ვალი და მისია!

(ქიმერა)

წყარო…———->არ დაკლიკო: საშინელი დედამთილის 10 წესი

წიგნი უცხოპლანეტელებზე – “კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ” (ანდრო აბულაძე)

ჩემი წიგნის ლინკი ადრეც მედო, თან არაერთ ბლოგსა თუ ფორუმზე, მაგრამ კორექტივები შევიტანე და ბევრი ახალი რამ დავამატე. თან word-ში
syfleen შრიფტით გადავიწერე, რათა ლათინურით არ შეცვლილიყო.
დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული მუშაობა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდამაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა დეტალს დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველიფრესკები, ბარელიეფები თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზეც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ასე შემდეგ. წიგნი 95 გვერდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პატარა თავს შემოგთავაზებთ.
პროტოტიპები მსოფლიოში
როგორც წინა თავებში დაინახეთ სხვადასხვა ხალხის მითებს შორის ძალიან დიდია საერთო. ასევე დიდია მსგავსება იმ არსებებისა, რომლებზედაც ეს მითები მოგვითხრობენ. შუმერული ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ანუნაქები იყვნენ „შუამავალნი გამჩენსა და გაჩენილს შორის, ვინაიდან განუზომელი უფსკრულია მათ შორის“. ეს არსებები იმ მიზნით დაეშვნენ დედამიწაზე, რომ ველური ადამიანი ექციათ კულტურულ კაცად (homo
faber). შუმერული ტექსტები აღგვიწერენ მათ გარეგნობას. ხელნაწერთა თანახმად ისინი ძალიან მაღლები იყვნენ. კაცები 5 მეტრამდე, ხოლო ქალები 4 მეტრამდე. აი როგორ გამოსახავდნენ ისინი ანუნაქებს.
ანუნაქები მჯდომარედ არიან გამოსახულნი და მათთნ ძღვენი მიაქვთ. ისინი ფიზიკური კონდიციებით აღემატებიან ადამიანებს. ზოგიერთ ფირფიტაზე თითქოს არ გამოირჩევიან სიმაღლით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიან, ფეხზე დამდგარნი ბევრად მაღლები გამოჩნდებიან. ახლა კი მსურს შუმერულ ღმერთთა – ანუნაქთა პროტოტიპები მოვიყვანო სხვადასხვა წყაროებიდან. ანუნაქები იყვნენ ანუსა და კის შვილები. ანუ იყო ცის ღმერთი, ხოლო კი დედამიწის ღვთაება. როგორც ვიცით, ისინი იყვნენ მაღლები და განათლებას აძლევდნენ ხალხს. მათ პროტოტიპებად მიმაჩნია ტიტანები. ისინი იყვნენ ურანოსისა და გეას შვილები. ურანოსი ცის ღვთაება, ხოლო გეა – დედამიწის. ტიტანებიც იყვნენ მაღლები და
ანათლებდნენ ხალხს (გაიხსენეთ ტიტანი პრომეთე). მსგავსება აშკარაა.
დააკვირდით ამ ბარელიეფებს სადაც ანუნაქები არიან გამოსახულნი. მათ გირჩებზე უკვე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ასევეძალიან საინტერესოა ის სათლები, რომლებიც მათ უჭირავთ. ზუსტად იგივენაირი სათლი უჭირავს ოლმეკურ წვიმის ღმერთს, რომელიც გამოსახულია ქვემოთ ნაჩვენებ ლა ვენტას სტელაზე.
ასევე ძალიან საინტერესოა ლეგენდა, რომელიც დღემდე შემორჩამდინარე ჯუბასა და ტბა რუდოლფს შორის მცხოვრებ სომალელებს. ეს არის უწყლო რაიონი. აქ შეხვდებით ამომშრალ ჭებს, რომელთ სიღრმე 25 მეტრს აღწევს. როგორც სომალელები ამბობენ ეს ჭები გოლიათებმა ააშენეს, რომელთ სიმაღლეც სამ მეტრს აღწევდა. თურმე მხოლოდ მათ შეძლებიათ გაენგრიათ კედლები „უჩვეულო ხერხით“. სომალელები ჭების მშენებლებს
მაანტენლებს უწოდებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთ დღეს მფრინავი ურჩხულები მოვიდნენ, რომელთაც მაანტენლების მთელი ჯოგი წაიყვანეს. ამის შემდეგ კი გოლიათებმა ქვეყანა მიატოვეს. სომალელების თქმულებას ზურგს უმაგრებს არქეოლოგიური აღმოჩენები – ამ მიდამოებში აღმოჩენილია 152 სანტიმეტრის სიგრძის თეძოს ძვალი. გოლიათების ძვლები ნაპოვნია მსოფლიოს მრავალ მხარეში, მათ შორის საქართველოშიც, ბორჯომ–ხარაგაულის ნაკრძალში.
ეს ფეხის ნაკვალევი ორი ფუტის ანუ დაახლოებით 61 სანტიმეტრის სიგრძისაა.
აფრიკაში, მალიში, ბანდიაგარას ზეგანზე ცხოვრობს დოგონთა ტომი. მათ
თქმულებებში საუბარია ღვთაებებზე, რომელთაც ისინი უწოდებებ ნომოებს. მათი ეპითეტებია მასწავლებელი და მაყურებელი. იგივე ეპითეტით მოიხსენიებს ენოქი „შორიდან მოსულ ანგელოზებს“ (watcher-მაყურებელი, დარაჯი). მათ დოგონებიც მაღალი ტანით გამოსახავდნენ.

დოგონთა ნაკეთობა
გადავიდეთ ანგელოზებზე. ისინი ითვლებიან უხილავ, უსხეულო არსებებად, რაც მე არ მიმაჩნია მართებულად.
დაბადება
თავი VI
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები
შეეძინათ
2.დაინახეს ღვთისშვილებმა (ანგელოზებმა), რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად ვისაც ვინ მოეწონებოდა.
3.თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგანაც ხორცია იგი. იყოს მისი ხანი 120 წელი.
4.ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან და რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერნი იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
ამის შემდეგ ისინი გახდნენ დაცემული ანგელოზები ანუ ნიფილიმები. თქვენი აზრით, შეუძლია უსხეულო არსებას ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება? მათ დაინახეს, რომ „მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები“. რატომ ვერ ხედავდნენ აქამდე, ჰომო საპიენსი ხომ 150 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოხდა
ადამიანის გენოტიპის შეცვლა. ამ მოვლენამდე ადამიანი ცხოველს ჩამოგავდა, ამ მოვლენის შემდეგ კი მიიღეს თანამედროვე ადამიანის შეხედულება. ამიტომაც დაიმსახურეს ნიფილიმთა მოწონება. გაიხსენეთ ჰოპის ტომის ინდიელთა მითი, რომლის თანახმადაც კაჩინებსა და
ადამიანებს ფიზიკურად ძლიერი შვილები უჩნდებოდათ. ასევე ბერძნული მითოლოგია, რომლის მიხედვითაც ღმერთებსა და ადამიანებს უჩნდებოდათ „ღმერთ–კაცები“, რომლებიც საოცარი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდნენ. ასეთი იყო თუნდაც ჰერაკლე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგივეს გვეუბნება ბიბლია.
ზემოთ ნაჩვენები მე–4–ე თავის მიხედვით „ბუმბერაზები მას მერეც იყვნენ“, ესეიგი
მათმა გენოტიპმა არსებობა განაგრძო. ამას ამტკიცებს მოსეს მზვერავთა მონათხრობი,
რომლებიც მან ებრაელთ ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ პალესტინაში გაგზავნა.
32.ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე.
ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში (პალესტინა), რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად;
მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ ბუმბერაზებიაო.
33.იქ ვნაჩეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდით მათ თვალში.
გიგანტთა რასა თანდათან შეერწყა ადამიანთა მოდგმას, მაგრამ მათი გენეტიკის გავლენით დღემდე შემორჩენილი არიან გიგანტები.
ყველაზე საინტერესო კოსმოგონიური ელემენტები კი გვხვდება ეზეკიელის
წინასწარმეტყველებაში, მაგრამ ამ თავში მხოლოდ მცირე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ბიბლიის ამ წიგნიდან.
ეზეკიელის წინასწარმეტყველება
თავი II
7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით
10. მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
ეზეკიელის მიერ დანახული ეს ოთხი ცხოველი, ქმნის სფინქსის ხატებას, რომელსაც მრავალ კულტურაში აქვს ფეხი მოკიდებული.
ამ მსგავსებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ეზეკიელმა და ამ ქანდაკების შემქმნელებმა ერთი და იგივე რაღაცა ან ვიღაცა ნახეს.
არაბი ისტორიკოსი, ტაკი ად-დინ აჰმად ბენ ალი ბენ აბდ ალ-კადირ ბენ მუჰამად ალ-მაკრიცი (1364-1442), ნაშრომში „ჰიტატი“, ენოქს ეგვიპტის პირამიდების მშენებელად იხსენიებს. აქვე გვაცნობებს, რომ მას სხვადასხვა ერის ხალხი, სხვადასხვა სახელით იცნობდა – ენოქი, ალი საურიდი, იდრისი და ჰერმესი. ყველას მოგეხსენებათ ჰერმესის ვინაობა ბერძნული მითოლოგიიდან – ღმერთების ნების მაცნე, ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ენოქსაც იგივე მოვალეობა აქვს ძველი აღთქმის ტრადიციებში და სახელიც იდენტურია, რის საფუძველზე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი ერთ და იგივე
პიროვნებას განასახიერებენ. საბოლოოდ კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ
შუამდინარული ანუნაქები, ენკები და იგიგები, ბიბლიური ნიფილიმები და ვოჩერები, ბერძნული ტიტანები, კაჩინები, მაანტენლები, ნომოები და „ღმერთები“,რომლებიც ხალხს განათლებას აძლევდნენ, არიან პროტოტიპები და განსახიერებანი უცხოპლანეტელთა, რომელნიც დიდი ხნის წინ ესტუმრნენ დედამიწას და ისინი სხვადასხვა ხალხში,
სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ, რაც სავსებით ლოგიკურია.

მითიური არსებები თუ რეალობა? “ვენდიგო”


wendigo 1
ადამიანები ხშირად ყვებიან საშიშ ისტორიებს სხვადასხვა არსებებზე, რომელთა არსებობის დადასტურება არ შეუძლიათ. მსგავსი არსებებია ჭინკები, მოჩვენებები, სულები, ამორძალები, ქალთევზები და სხვა მრავალი. მე დავიწყე ინფორმაციის შეგროვება ვენდიგოზე (wendigo).  ვენდიგოს შესახებ ლეგენდები პირველად ამერიკაში გავრცელდა. იგი ყველაზე საშიში და ძლიერი არსება იყო . თქმულებების მიხედვით ვენდიგო იყო ადამიანი ვინც დაარღვია წინაპართა კანონები და შეჭამა ადამიანის ხორცი, სული გაერყვნა და კანიბალისგან წარმოიქმნა ვენდიგო.
ტერმინი “Wendigo psychosis”  გულისხმობს გულისხმობს მდგომარეობას, როცა ფსიქოზით შეპყრობილი ჭამს ადამიანის ხორცს მაშინ როცა მისთვის სხვა საკვები წყაროც არის ხელმისაწვდომი, თუ ამ ფაქტს სხვაგვარად შევხედავთ იგი კანიბალიზმის სახეცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ.
wendigo 2
მოდით დავუბრუნდეთ თქმულებებს. გადმოცემის თანახმად, ვენდიგოდ ქცევის მრავალი გზა არსებობდა.  მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო ნებაყოფლობით კანიბალიზმში ჩართვა.  ტურისტები თუ მონადირეები მათი წარმომავლობის მიუხედავად ძირითადად კომპანიონებთან ერთად მოგზაურობენ, ისეთ კომპანიონთან ვისიც სჯერათ და ვისაც ენდობიან.  მაგრამ თუ მათ დაუმთავრდებათ საჭმელი და უიმედო მდგომარეობაში ჩავარდებიან ისინი კარგავენ თავზე კონტროლს. მორალი უკვე აღარ ჭრის. საბოლოოდ ძლიერი გადარჩება, იგი მოკლავს თანამგზავრს და მის ხორცს შეექცევა. ეს ამაზრზენი აქტი გამოიწვევს ბოროტი ძალის გამოძახებას რომელიც დაიბუდებს ადამიანში ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ ამასთანავე მას აწუხებს გულისრევა და ტკივილი. შესაძლოა გულისრევა გაგრძელდეს რამდენიმე საათიც კი. იგი კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს რამაც მისი სიკვდილი უნდა გამოიწვიოს მაგრამ ეს ასე არ ხდება. იგი განიცდის ტრანსფორმაციას. სხეული იზრდება, ემატება ძალა და სიმაღლე. კანი იფარება სქელი ბეწვით. სხეულის წონა იზრდება და იგი იძენს ზებუნებრივ ენერგიას. თავი ემსგავსება მხეცისას, ეზრდება ბრჭყალები და კბილები
wendigo 3
ტრანსფორმაციის დასრულების შემდეგ არსებაში ადამიანი აგარ არსებობს, მასში სახლდება დემონი რომელსაც ამერიკელმა ხალხმა ვენდიგო (wendigo) უწოდა.

ეს იყო ინფორმაცია მითოლოგიურ არსებაზე სახელად ვენდიგო. იმედია  ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა………..(ქიმერასგან) 

წყარო   არ დაკლიკო: მითიური არსებები თუ რეალობა? “ვენდიგო”http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F7277504&color=0080ff&show_comments=true

Toreadas

:D:P